წყლის სისტემების გაყვანა - ობიექტზე წყლის სისტემების გაყვანა მნიშვნელოვან ცოდნას მოითხოვს, ამიტომ აუცილებელია, რომ სპეციალისტების მიერ იყოს შეფასებული. ნებისმიერი წყლის სისტემის გაყვანისას აუცილებლად გასათვალისწინებელია გარკვეული ტექნიკური ნორმატივები, რომლებთან შესაბამისობა არის მთელი სისტემის სტაბილური და უსაფრთხო მუშაობის გარანტორი. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ის სიღრმე, რომელზეც იქნება გაყვანილი მილები და სხვა კომუნიკაციების არსებობა იმავე მონაკვეთზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია „ფიტინგი“ უზრუნველყოფს:
- წყლის ნაკადის შეუფერხებელ მიწოდებას
- ქსელის სიმძლავრის გაძლიერების საშუალებას წყლის მოხმარების ზრდის შემთხვევაში
- წყლის ხარისხის შენარჩუნების პარამეტრების დაცვას
- წყლის გაყვანისა და მოწყობისას მინიმალურ ხარჯებს
- ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობას
პროდუქციის უსაფრთხოება და ფუნქციონალურობა, პროფესიონალების მიერ, მონტაჟთან ერთად, ინჟინერული კომუნიკაციების, სამეწარმეო დაწესებულებისა თუ სამეურნეო ობიექტის საიმედოობის გარანტორია.
ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას და, როგორც პროდუქციაზე, ასევე მომსახურებაზე უზრუნველყოფს 10 წლიან გარანტიას.
