ქ.თბილისი, დიდი ლილო
(+995 32) 235 50 59
(+995) 593 02 90 90

გათბობის სისტემების მონტაჟი

  • Home
  • სერვისები

გათბობის სისტემების მონტაჟი - გათბობის სისტემა მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული ფართის კომფორტულად მოწყობისათვის. ამ სისტემის მოწყობა, ჯერ კიდევ შენობის პროექტირების დროსაა გათვლილი. სამომავლოდ, ეს კომუნიკაციების გამართულად მოწყობის საშუალებას იძლევა. გათბობის მონტაჟი მეტად საპასუხისმგებლო პროცესია, რადგანაც მისი გაუმართავად წარმართვის შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული შედეგი გამოიღოს: კედლების გაყინვა, კონდენსატის დაგროვება ფანჯრებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, საჭიროა, ამ საკითხში პროფესიონალების ჩართულობა. კომპანია „ფიტინგი“-ს კატალოგში მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. ჩვენი კომპანიის სპეციალისტების პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს:

  • მომხმარებლისათვის მაქსიმალურად კომფორტულ და საიმედო სისტემას
  • განსხვავებული კლიმატური პირობების სიტუაციაში, სისტემის გამძლეობისა და ხარისხის გარანტიას
  • შესაბამისობას ეკოლოგიური სტანდარტებთან

გათბობის სისტემის უსაფრთხოება, მისი კომპონენტების მაღალი ხარისხი და, პროფესიონალების მიერ, მისი მოწყობა, სისტემის შეუფერხებლად და ხაგრძლივად მუშაობის გარანტორი ხდება.

ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას და, როგორც პროდუქციაზე, ასევე მომსახურებაზე უზრუნველყოფს 10 წლიან გარანტიას.

პროექტები

ეძებთ საუკეთესო პარტნიორს თქვენი სამშენებლო სამუშაოებისთვის?