კომპანია „ფიტინგი“ 2009 წელს დაარსდა და სადღეისოდ, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოში წყლის, გაზგაყვანილობის, საკანალიზაციო და სარწყავი სისტემების სფეროში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებულ და სანდო მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქციაც გამოირჩევა ხარისხითა და გამძლეობით. ჩვენი პარტნიორები არიან: NTG PLASTIC, SENKRON, PIMTAS, EKO VAL, EVS VANA, RAIN BIRD და სხვა კომპანიები.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა, მომხმარებლებს მივაწოდოთ სანდო, მაღალი ხარისხისა და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები წყლის, გაზის, საკანალიზაციო და სარწყავი სისტემებისთვის. ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეულ პარტნიორს შევთავაზოთ პროდუქტი და მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, გამძლეობას და ეფექტურ მუშაობას — ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტში.
მიზანი
„ფიტინგის“ მიზანია მუდმივი განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სიახლეების დანერგვა და მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების გაწევა.
ჩვენი ხედვა
„ფიტინგი“ უახლოეს წლებში ისწრაფვის გახდეს რეგიონული მასშტაბის წამყვანი მომწოდებელი, მუდმივად განახლებადი პროდუქციის ასორტიმენტით და ინოვაციური მიდგომებით.
ჩვენი ღირებულებები
- სანდოობა
- ხარისხი
- პროფესიონალიზმი
- პარტნიორული დამოკიდებულება
რატომ „ფიტინგი“ ?
- მრავალწლიანი წლიანი გამოცდილება
- ფართო ასორტიმენტი ყველა ტიპის საინჟინრო სისტემისთვის
- საიმედო და დროული მიწოდება
- გვყავს კვალიფიციური, გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ პროექტს.
- თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან
- 10 წლიანი გარანტია ჩვენს მასალებსა და შესრულებულ სამუშაოებზე